ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ
ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ათ საათზე
ასრულებს. ამიტომ ქუთაისელებისთვის გვიან გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ტაქსი
რჩება. რამდენად უსაფრთხოა ტაქსის მძღოლებისთვის ღამით მუშაობა და გაიზარდა თუ არა
კრიმინალური შემთხვევები, ამის დასადგენად „ნიუპრესი“ ადგილობრივ ტაქსის მძღოლებს გაესაუბრა.
მათ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს. მათ კომენტარებს კი უცვლელად გთავაზობთ.
„რა თქმა უნდა, გვიან მუშაობა საშიში გახდა. ამ თვეში
მარტო ჩვენ სამი ტაქსი დაგვიყაჩაღეს. მძღოლებს ართმევენ მთელი დღის ნამუშევარს, აცლიან
მაგნიტოფონს და თუ რამე ღირებული დაინახეს. პოლიციას ვაცნობეთ, მაგრამ რა აზრი აქვს.
ახლა აღარც მივმართავთ. იმდენჯერ დაგიბარებენ, დროს დაგაკარგინებენ და მაინც ვერაფერს
გაარკვევენ“,-აღნიშნავს ტაქსების მომსახურების ქსელ „600“-ის თანამშრომელი.
გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობს კიდევ ერთი
მძღოლი: „გვიან მუშაობა უკვე გვეშინია, ქალაქს გარეთ ხომ საერთოდ აღარ გავდივართ. ამას
წინათ, ჩვენი თანამშრომელი გაიყვანეს, გაკოჭეს, წაართვეს ფული, მობილური და ტყეში დააგდეს.
ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ასე შეკოჭილი ჩამოვიდა ქალაქამდე. მიმართა პოლიციას, დაიწყეს
გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავეები არ უპოვიათ. პოლიცია მაქსიმალურად ცდილობ
მსგავსი ფაქტები არ გახმაურდეს. ჩვენ აღარც ვაგებინებთ, რაგდან აზრი არ აქვს. ეგ კი
არადა, აქამდე მანქანას ეზოში ვტოვებდი, ახლა გარეთ ვეღარ ვაჩერებ. დაიწყო სარკეების
და საბურავების მოპარვა. იმედია, რომ შსს გაამკაცრებს კონტროლს და უარეს ვითარებას
არ მივიღებთ.“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი