|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეიმურაზ აფხაზავას ქუთაისში 60 წლის იუბილე მიულოცეს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას 60 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილარ სპორტსმენს ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა და მისმა მეგობრებმა მერიაში უმასპინძლეს. შოთა მურღულიამ და გივი ჭიჭინაძემ დამსახურებულ სპორტსმენს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრა ქალაქის ოლიმპიურ ბაღში გაგრძელდა, სადაც თეიმურაზ აფხაზავას ვარსკვლავის პატივგება მოხდა. ქუთაისის სპორტის მუზეუმში კი ჩემპიონისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.  ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართება.  აღნიშნული ღონისძიებებისთვის მერიამ 2500 ლარი გამოყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი