ქუთაისში 36 ათასი ლარის ყვავილები დაირგო
„ორმაისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კიკვიძის სკვერში, ასევე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილები დაირგო. 5 დასახელების 80 000 ძირი დეკორატიული ყვავილი ( ბეგონია, ტაგეტესი, იმპატიესი, სალვია,პეტუნია) ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ქალაქ სერვისმა“ დარგო. ტენდერის ღირებულება 36 ათას ლარს შეადგენს.
„ქალაქ სერვისმა“ ყვავილები
თურქეთიდან ჩამოიტანა. ამ მხრივ ტენდერის პირობებით რაიმე შეზღუდვა გათვალისწინებული
არ იყო. ბეშკენაძის განცხადებით, ყვავილების თურქეთში შეძენა ქუთაისში საკმარისი რაოდენობის
ყვავილების არ არსებობამ გამოიწვია.
ამასთან თურქეთში ყვავილების შეძენა გაცილებით ხელსაყრელია: „მერია ერთ ყვავილში 45
თეთრს გვიხდის, თუ ყვავილი გადარგვის დროს დაზიანდა, მე ვიღებ ზარალს“- აღნიშნავს
დავით ბეშკენაძე.
როგორც „ქალაქ სერვისი“ დირექტორმა დავით ბეშკენაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში აღნიშნა, წელს გასულ წლებთან შედარებით მინიმალური რაოდენობის ყვავილის დარგვა მოხდა. „წინა ხელისუფლობის დროს დაახლოებით 300 000 ყვავილს ვგრაგვდით. წელს კი მხოლოდ 80 000 ძირი შევიძინეთ"-აღნიშნა მან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





12:11
12:45
17:29
11:27
10:32
















