|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დაფინანსებას ვერ მიიღებს

13 მომხრე და 17 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა საკრებულოს სხდომა ზესტაფონში, სადაც საფეხბურთო კლუბის  ზესტაფონი დაფინანსებს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. საკრბულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის ავმჯდომარის, კახა შავგულიძის განცხადებით, კლუბის  დაფნანება ვერ მოხდება სანამ არ იქნება განულებული გუნდის ამდროინდელი მფლობელის ვალები.

მიღბულ გადაწყვეტილებას  საკრებულოს წევრებსა და გუნდის ფანკლუბის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი სახის დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება კლუბის მიერ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას, გუნდის ხელმძღვანელი ამ საკითხზე  ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე