"წყალტუბომ" „სეუ-ჰიუნდაი" დაამარცხა
საკალათბურთო კლუბმა "წყალტუბომ" „სეუ-ჰიუნდაი" დაამარცხა. ამ შეხვედრით „ა“ ლიგის მე-6 ტური წყალტუბოში დასრულდა. კლუბმა მეტოქე 24 ქულის სხვაობით, 96:72 დაამარცხა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "წყალტუბოელი" კალათბურთელები დასახელდნენ.
გიორგი კუჭავამ კლუბს 27 ქულა მოუტანა, აქედან 6 მოხსნა და 6 პასი. უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ალფიოროვმა შედეგიან გადაცემებში „ა“ ლიგის რეკორდი დაამყარა. 16 ქულა 16 პასი.
ალექსანდრ რიხლიუკის პირად ანგარიშზე 21 ქულაა, აქედან 9 მოხსნა და 5 პასი.
„ა“ ლიგის მე-7 ტურის მატჩები 2 მაისს გაიმართება.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

17:26
21:51
11:34
15:17
15:16
















