რიკოთზე ავტოავარიისას 6 ადამიანი დაშავდა
რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ერთი სატვირთო და ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 6 ადამიანი. ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა და ავტომობილები გვირაბის შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

17:26
21:51
11:34
15:17
15:16
















