|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს

პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. შესაბამისად მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. თავდაცვის მინისტრის პოსტზე  – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე  – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე  - ტარიელ ხეჩიკაშვილი. 
მინისტრთა კაბინეტის დაანარჩენი წევრები უცვლელია და ასე გამოიყურება: : ეკონომიკის მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო, დევნილთა მინისტრი - სოზარ სუბარი, განათლების მინისტრი  - თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი  - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარების  და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, კულტურის მინისტრი  – მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი – თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი  – თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი  – ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი. 
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე იმუშავებს  დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად რჩება  – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი. მთავრობის ახალი შემადგენლობა ჯერ პრეზიდენტს,  შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.  კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება. 
ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით  მიმართა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები.
 პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს. 

ავტორი: ანა ჯიქია