ძაღლების ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
"ორმაისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე ძაღლმა მიიღო, აქედან 200 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. შეჯიბრება რამდენიმე ნომინაციაში გაიმართა. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
" ყველა ქუთაისელს ვულოცავ "ორმაისობას". საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი ტურისტი გვესტუმრა და მონაწილეობა მიიღო გამოფენაში,"- აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ძაღლების ფესტივალი 2 მაისს დაიწყო და 3 მაისს დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

17:26
21:51
11:34
15:17
15:16
















