აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დედაქალაქში ჩამოაბრძანეს
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დღეს დედაქალაქში ჩამოაბრძანეს.
ყვავილებით შემკული ხატი მცხეთიდან თბილისში 14:00 საათისთვის შემოაბრძანეს, სიწმინდეს ვარდების მოედანზე მორწმუნეები და სასულიერო პირები მიეგებნენ.
ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ ლოცვითა და გალობით მსვლელობა გაიმართა.
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და მრევლი დალოცა.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, სხვა სიწმინდეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც ხვალ წირვას ასევე პატრიარქი აღავლენს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:26
21:51
11:34
15:17
15:16
















