|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოპიტნარის აეროპორტი 2012 წლოს შემოდგომაზე საერთაშორისო ფრენებს მიიღებს

ქუთაისის მთავრობის სახლში კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს. მთავრობის სახლში შეხვედრა გაიმართა აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის მმართვის ჯგუფთან, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მონაწილეობდა.

მინისტრთან ერთად, მმართვის ჯგუფის წევრები კოპიტნარის აეროპორტის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციის  მხრივ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და ასევე,  მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

ამჟამად აეროპორტში ნავიგაციის კოშკურისა და ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

„კოპიტნარის აეროპორტი ერთ–ერთი ყველზე მასშტაბური პროექტია საქართველოში, რადგან ეს იქნება მეორე კატეგორიის აეროპორტი, რომელიც მიიღებს საერთაშორისო ფრენებს 2012 წლის შემოდგომაზე. დღეს დავათვალიერეთ სამუშაოების პროცესი. მიმდინარეობს როგორ ტერმინალის მშენებლობა, ასევე, ნავიგაციისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია. ასაფრენი ზოლის 9000 ფილა იქნება შეცვლილი მთლიანად, იმისათვის, რომ ყველა ტიპის თვითმმფრინავის მიღება შეძლოს აეროპორტმა,“ – აღნიშნა ვერა ქობალიამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამშენებლო სამუშაოებზე 90 პროცენტი ადგილობრვი მოსახლეობაა დასაქმებული. მშენებლობას სამი ქართული კომპანია აწარემობს, მათ შორისაა „ბლექ სი ჯგუფი“. პროექტზე ადგილობრივი და უცხოელი არქიტექტორები ერთობლივად მუშაობენ.

„მშენებლობა ვადებში მიმდინარეობს. ეს იქნება ყველაზე ლამაზი აეროპორტი, საიდანაც მსურველებს შეეძლებათ იაფად გადაადგილება სხვა ქვეყნებში,“ – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციის დასრულება 2012 წლის სექტემბერში იგეგმება. სამინისტროში აცხადებენ, რომ აეროპორტი ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ( . . „low cost“)   ავიაკომპანიების მოზიდვას.

კოპიტნარის აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე, ევროპისა და აზიის მიმართულებით.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა