|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ ამ წუთებში საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არჩევნებს ქუთაისში დიდი უპირატესობით იგებს კოალიცია "ქართული ოცნება", როგორც მაჟორიტარული ისე პარტიული სიით. რის გამოც "ნაციონალები" გაყალბებისათვის ემზადებიან.

"მთელ ქუთაისს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ვთხოვ ყველას, გამოვიდნენ და დადგნენ სარჩევნო უბნებთან საკუთარი ხმების დასაცავად. რადგან "ნაციონალური მოძრაობა" მარცხის გამო მზად არის გაიტაცოს საარჩევნო ყუთები და ისინი სხვა ყუთებით ჩაანაცვლოს," – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
გუბაზ სანიკიძე სხვა საფრთხეზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ კოალიციის ერთ–ერთ წევრს გელა გოშაძეს უცნობმა პიროვნებამ დაურეკა შემდეგ ნომრიდან: 579 05 25 33 და გოშაძეს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყვას, ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა.  

ავტორი: ნიუპრესი