კონსტიტუციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართება
1995
წლის 24 აგვისტოს საქართველოს
პარალამენტმა კონსსტიტუცია მიიღო. ამ დღის შემდეგ 20 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან
დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი მიღებას მართავს
ავლაბრის რეზიდენციაში, რომელზედაც მიწვეული არიან როგორც მმოქმედი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრები.
20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ შეიცვალა, დღეს ის ისეთი ბუნდოვანია, რომ უჭირთ გარკვევა, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი და ვინ უნდა წარმოადგინოს საქართველო საერთაშორისო არენაზე. არც ისაა ცნობილი, მივლენ თუ არა პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოქმედი და ყოფილი პრემიერები. ცნობილია, რომ ისინი ღონისძიებაზე მიწვეული არიან.
ღონისძიებაზე,
რომელის ათასამდე სტუმარს ელოდებიან, 20
საათზე დაიწყება. დაგეგმილია პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით
გამოსვლა. მოწვეული არიან როგორც მოქმედი, ასევე კონსტიტუციის მიმღები პარლამენტის წევრები,
უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო
ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიას უფროსმა დავით პატარაიამ განუცხადა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















