|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა გვარამიას სასამართლომ გამოუტანა განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს - ნინო ლომჯარია

დღეს ყველაზე ძლიერ და კრიტიკული მედიის მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა.
მისი განცხადებით, ნიკა გვარამიასთან მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-7 მუხლი, რომლის თანახმად, არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთის, რაც არ ითვლება დანაშაულად.
„გვაქვს ძალიან დეტალიურად შესწავლილი ეს ბრალი და საქმის მასალები. ვფიქრპობთ, ამ საქმეში არა თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, მათ შორის არც კორპორატიული მიმართულებით შეიძლებოდა დავას ქონოდა წარმატება მომჩივანი მხარისათვის. ვფიქრობ, დარღვეულია კანონიერების პრინციპი, დარღვეულია ევროკონვენციის მე-7 მუხლი, რომლის თანახმად, არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც არ ითვლება დანაშაულად.
სასამართლომ დღეს მას გამოუტანა განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედია საშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ავტორი: ნიუპრესი