|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეასა და ავტობანის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის მშენებლობის, 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო  სამუშაოები დასრულების ფაზაშია.    
სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.  

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც ახალი, კომფორტული და უსაფრთხო, ევროსტანდარტების გზა ქუთაისთან მთავარი დამაკავშირებელი გახდება. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ  ლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში 650  ადამიანია დასაქმებული.

 სამუშაოები 2016 წელს დაიწყო.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა