|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკო თუ იაკობი? - ქუთაისის მერია კვლავ დაცინვის ობიექტი ხდება

ნიკო თუ იაკობი?-  ქუთაისის მერია კვლავ დაცინვის ობიექტი ხდება. მერიამ იაკობ ნიკოლაძის განათებული სკვერის ფოტოები გაავრცელა, თუმცა იაკობის ნაცვლად ინფორმაციაში ნიკო ნიკოლაძე მიუთითეს.

ინფორმაცია გავრცელდა როგორც მერიისა და მერიის ააიპის, ასევე  გიორგი ჭიღვარიას გვერდზე.  ოპოზიციამ მერიის მონდომება საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისადმი თავის მოწონების სურვილს დაუკავშირა და ქალაქის მერი კვლავ დაცინვის ობიექტად აქცია.

"მგონი ის დროა, ახალი პროექტი დავიწყოთ "ვასწავლოთ ქუთაისის მერს მისი ქალაქის ისტორია"  იაკობ ნიკოლაძის ძეგლია ეგ და არა ნიკო ნიკოლაძის.
P.S. მეორე სურათზე სპეციალურად მერისთვის წერია იაკობ ნიკოლაძის მოკლე ბიოგრაფია."-დაწერა გიგა შუშანიამ სოციალურ ქსელში. 

მერიამ მოკლე ხანში ინფორმაცია გაასწორა, თუმცა კომენტარის გარეშე ვერ ეს შესწორება დარჩა. "გაუსწორებია ე.ი. პირველმა გაკვეთილმა შედეგი გამოიღო."- დაწერა შუშანიამ. 

 ქუთაისის მერიაში ფაქტს უნებური შეცდომით ხსნიან. აცხადებენ, რომ ქალაქში სკვერების განათების პროცესი მიმდინარეობს და ნიკოლაძის სკვერის გარდა სხვა სკვერებიც განათდება.

 

შეგახსენებთ, ქუთაისის ცენტრში ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის ძეგლი მისივე სახელობის სკვერშია განთავსებული. სალომე ზურაბიშვილის დიდი წინაპრის ნიკო ნიკოლაძის ძეგლი და სკვერი, მიუხედავად იმისა, რომ ის ქუთაისში დაიბადა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ მოღვაწეობდა, ქუთაისში არ არის.  

 

ავტორი: ნიუპრესი