"ნიკომ" ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე კედელი მოხატა
ქუთაისში ქუჩის ხელოვნების მოძრაობამ "ნიკო" გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის კედლის ფასადი მოხატა. ნახატი გიორგი გამეზარდაშვილმა შეასრულა.
ეს ქუთაისში ამ ორგანიზაციის მიერ შესრულებული მეორე ნამუშევარია. როგორც ორგანიზაციის "ნიკო" წარმომადგენელი სანდრო კვანტალიანი "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ამით ქუთაისში დაგეგმილი პროექტი დასრულდა.
"ჩვენ ვეხმარებით ქუჩის არტისტებს, რომ შეძლონ ქალაქებში თავიანთი ნამუშევრების შექმნა, გაალამაზონ ქალაქი და თვითონაც მეტი გამოცდილება და შანსი მიიღონ. მოძრაობა შარშან თბილისიდან დავიწყეთ, წელს რეგიონებში გამოვედით. სხვადასხვა ქალაქში ვხატავთ კედლებს, ქუთაისში ამ დროისათვის ამით ვასრულებთ სამუშოებს. რაც შეეხება სახელწოდებას, ნიკო ფიროსმანი იყო პირველი ქართველი ქუჩის არტისტი, სამწუხაროდ, მას არავინ ეხმარებოდა, მისი სიკვდილის მერე აღმოაჩინეს, რომ გენიოსი გვყოლია. ჩვენ გვინდა, რომ ეს გენიოსები ახლავე აღმოვაჩინოთ", - განაცხადა სანდრო კვანტალიანმა.
შეგახსენებთ, "ნიკომ" პირველი პროექტი ქუთაისში "მადლიერების სახლის" კედელზე შეასრულა.
სამუშაოები ქუთაისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















