|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ენერგიის მიწოდება 900 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

"ნიუპრესზე" გასულ მასალას მოსახლეობის გაფიცვასთან დაკავშირებით "ენერგო-პრო"-ს წარმომადგენელი  გამოეხმაურა და განგვიმარტა, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 14:00 საათისთვის აღუდგება.

"აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო და მომხმარებელს ელექტროენერგია 14:00  საათისთვის აღუდგება. რაც შეეხება   ფიდერის მდგომარეობას, ტექნიკური ანალიზის მიხედვით, რასაც  ქუთაისის მომსახურების  ცენტრი სისტემატურად ატარებს, აღნიშნული ფიდერი სტაბილურად  მუშაობს.  ფიდერი 67ბ წელს მხოლოდ ერთხელ გამოირთო ავარიულად.  21 ოქტომბერს, როდესაც ძლერი ქარის გამო ერთ-ერთი  საყრდენი დაზიანდა და მომხმარებელს რამდენიმე საათით შეუწყდა ძაბვა.  აღდგენითი სამუშაოები დაუყონებლივ დაიწყო და მეორე დღეს აბონენტებს ძაბვა მიეწოდათ", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეონა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ,  გუშინ  ღამის 3 საათზე  ავარიულად  გაითიშა ფიდერი 67 ბ, რის გამოც ელექტრო ენერგიის მიწოდება   900 აბონეტს ახალგაზრდობის გამზირზე შეუწყდა.

P. S. როგორც "ენერგო პრო" იტყობინება დენის მიწოდება  მოსახლეობას 14:00  საათზე აღუდგა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა