|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიუპრესზე" გასული მასალის შემდეგ ბრენდულ სასტუმროზე ქართული წარწერა დაიტანეს

"ნიუპრესზე" გასულ მასალას რეაგირება მოყვა.  ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმროზე, რომელიც ამ დრომდე კანონდარღვევით მუშაობდა, ქართული წარწერის დატანა მოხდა.

 სასტუმროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძე აცხადებს, რომ ხანგრძლივი მოთხოვნის შემდეგ, მოხდა ქართული წარწერის დამზადება და სასტუმროს ფასადზე განთავსება.

მიქაშავიძე განმარტავს, რომ მიმდინარეობდა  ირლანდიის ოფისთან ლოგოს ფორმებზე მოლაპარაკება, რაც დროში გაიწელა. ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო "ბესტ უესტერნი" 3 აპრილს გაიხსნა და ამ დრომდე კანონდარღვევით მუშაობდა.

 

ბრენდული კომპანიების კანონდარღვევის ფაქტები ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისის მერიამ 8 კომპანიას სასამართლოში უჩივლა

ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო კანონდარღვევით მუშაობს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა