|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტომობილების მიერ მიტაცებული ტროტუარი მოქალაქეებს დაუბრუნდა

 ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრების მიმდებარე  ტროტუარი ავტომობილებს ჰქონდათ დაკავებული, რის გამოც მოქალაქეებს ავტომობილების სავალ ნაწილზე უხდებოდათ გადასვლა, რაც საავარიო სიტუაციების საფრთხეს ზრდიდა.  

მას შემდეგ რაც "ნიუპრესმა" აღნიშნული პრობლემის შესახებ გააჟღერა, ადგილზე  საგზაო ნიშანი "გაჩერება აკრძალულია" გაჩნდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდენიან. თუმცა ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მძღოლები ნიშნის შემდეგ არა, მაგრამ ნიშნამდე ქვეითების სავალ ნაწილში  ავტომობილების პარკირებას მაინც ახდენენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ავტომობილის მფლობელს, რომელიც ტროტუარზე ავტომობილს გააჩერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დააჯარიმებდნენ.

 

 

 

 

(ტროტუარი ამკრძალავი ნიშნის გაჩენამდე)

ავტორი: ანი ლიპარიშვილი