|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ მიქიაშვილს თბილისის აეროპორტში დღეს გადმოასვენებენ

ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს ნოდარ მიქიაშვილს აშშ-დან დღეს თბილისის აეროპორტში გადმოასვენებენ, დაკრძალვა ხუთშაბათს ამბროლაურის რაიონში, სოფელ საკეციაში გაიმართება - ინფორმაციას ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია ავრცელებს. 

ის მეგობარს და ყოფილ კოლეგას ვრცელ პოსტს უძღვნის:

"გარდაიცვალა ნოდარ მიქიაშვილი, გამორჩეულად კარგი ადამიანი, ძლიერი პროფესიონალი. ამაყი ვარ, რომ ის ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩემი შვილის ნათლიაა.
ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ის საუკეთესო იყო სკოლაში და უნივერსიტეტში. ასევე გამორჩეული იყო კარიერულ საქმიანობაში, რაც მისი პროფესიონალური და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარეობდა.
ძალიან დიდი და კეთილი გული ქონდა ნოდარს, რომელიც ბევრს იტევდა. სამწუხაროდ, სწორედ ეს კეთილი გული გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ურთულეს სიტუაციებშიც კი ნოდარი ადამიანის მთავარ ღირებულებას არ ღალატობდა და პოლიტიკაზე წინ ადამიანურ ღირსებას აყენებდა. ამასთანავე, ის საჯარო სამსახურის გამორჩეულად ერთგული და წარმატებული წევრი გახლდათ.
არცერთი სიბინძურე და ტალახი, რომელიც ნოდარს უსაფუძვოდ ესროლეს მას ახლოსაც არ გაკარებია, რადგან ღირსებით იყო სუფთა. ეხლა რა თქმა უნდა ბევრს წერენ იმაზე თუ რატომ ცხოვრობდა ის დუხჭირად და რატომ მოუწია მიგრაციაში წასვლა. ის მდიდარი იყო სულიერად და ამის გაგებას მის დონეზე ასვლა ჭირდება.
ბევრი ვისწავლე მისგან და ბევრ შეცდომას ამარიდა.
ნოდი, შენ ვერ წარმოიდგენ შენი წარსულში მოხსენიება ჩემთვის რა ჯოჯოხეთია!

დღეს ჩამოვასვენებთ თბილისის აეროპორტში და გადავასვენებთ ამბროლაურის რაიონში, სოფელ საკეციაში.
პანაშვიდები - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი
დასაფლავება - ხუთშაბათი 15:00 სთ", - წერს შოთა მურღულია.

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 19 ნოემბერს დილით ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა