|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ მომკლავ"- გოგი წულაიამ ბავშვებთან ერთად ზესტაფონში აქცია გამართა [VIDEO]

"ნუ მომკლავ"-ამ მოწოდებით პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ზესტაფონში აქცია-პერფორმანსი გამართა. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან  ერთად "ფეროს" ქარხნის ღობეზე წარწერები - "ნუ მომკლავ", "სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა" განათავსა.

წულაიამ ამ ფორმით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტა. მისი თქმით, ფერო ზესტაფონის ნომერ პირველი პრობლემაა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი ქარხანაზე ფილტრებს არ ამუშავებენ.

"დღეს აქ მოვედი ბავშვებთან ერთად, მათ შორისაა ჩემი 12 წლის შვილი, ჩვენ ერთად გავაპროტესტეთ ზესტაფონში არსებულ პრობლემა. ფეროს ღობეზე ბავშვებმა დახატეს ნახატები და თხოვენ ადმინისტრაციას, ნუ მოკლავენ თაობებს. ქარხანაში ტექნიკა მოძველებულია, ფილტრებს კი ელექტროენერგიის დაზოგვის გამო არ ამუშავებენ. ეს არის დანაშაული, ერის, ღმერთის და ბუნების წინაშე. გაზრდილია დაავადებულთა რაოდენობა და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან და ამაზე ზრუნვა არ უნდათ"-განაცხადა გოგი წულაიამ.

აქციის მონაწილეებს ხატვის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს კერძო საკუთრებაა და მისი დაზიანება დანაშაულია და თუ ქმედებას არ შეწყვეტენ, პარტულის გამოძახება მოუწევთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა