|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაციის "თაობათა დიალოგი" და თავმჯდომარე პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს- ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც ამავე დროს კლიმატური საერთაშორისო მოძრაობი 350.ორგ-ის წარმომადგენელიცაა, პოლონეთში გაეროს კლიმატის ცვლილებების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა, ქვეყანაში არ შეუშვეს.

ქართველი აქტივისტის თქმით, დაბლოკვის მიზეზად მესაზღვრეებმა მას არგუმენტი დაუსახელეს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩევს, რომ მის მიმართ რეპრესიული დევნა განხორციელდა და ასევე მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ნუგზარ კოხრეიძე სარჩელს საერთაშორისო სასამართლოს დონეზე ამზადებს.

მისი თქმით, პოლონეთში სულ 16 აქტივისტი არ შეუშვეს.

ქვეყანაში კლიმატის კონფერენციის პარალელურად საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მასშტაბური საპროტესტო მარში გაიმართა. 

კონფერენციას ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ესწრებოდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა