|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოდესის გუბერნატორობა არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა"

"ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა. "ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ"-განაცხადა მან. ბობოხიძის განცხადებითვე, სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არა მისი თანამდებობა, არამედ მისი პოლიტიკური პოზიციები განაპირობებს.

”მინდა გითხრათ, რომ მე მიხეილ სააკაშვილს არასდროს განვიხილავდი ოდესის გუბერნატორად. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. უკრაინაში, ზოგადად, გუბერნატორებს ნიშნავს პრეზიდენტი და იურიდიულად ძალიან ცოტა უფლებამოსილება აქვთ. მიშას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა. მან ბოლომდე იპარტნიორა პოროშენკოსთან. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ წონას არა ოდესის გუბერნატორობა, არამედ მისი პოზიციები აძლევდა”,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა