ოკაცეს კანიონზე სარემონტო სამუშაოებზე მუშა დაიღუპა
ხონის მუნიციპალიტეტში, ოკაცეს კანიონზე სარემონტო სამუშაოებზე მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმაციას "მეგა ტვ" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















