ლაშა ტალახაძე, შესაძლოა, შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს
ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, შესაძლოა, შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს. ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ლაშა ტალახაძე. მისი თქმით, შემოთავაზებები ბევრია.
"წინადადება ბევრია. ჩემი მხრიდან ჯერ პასუხი არ არის. ეს ისედაც ყველამ იცის, რომ ბევრ ქვეყანას სურს ჩემი მათთან წასვლა. საკითხი არის ასე - ითხოვენ და თანხმობა თუ იქნება... ბევრი ითხოვს, მაგრამ, ჩემი მხრიდან, ჯერ-ჯერობით, არაფერია. სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ისეთ თანხებზეა შემოთავაზება, შეიძლება მართლა დამაფიქროს. იმიტომ, რომ სპორტსმენი როდესაც იგებს ოლიმპიადაზე, ეს ისეთი შეჯიბრებაა, შეიძლება ერთხელ მოიგოს ადამიანმა და მომავალში აღარ გაგიმართლოს. უბრალოდ, როდესაც იგებს სპორტსმენი, უნდა დაუფასდეს. სპორტის ისეთი სახეობაა, შეიძლება ტრავმა მიიღო და შემდეგ საერთოდ ვეღარაფერი გააკეთო. გულდასაწყვეტია და ძალიან დიდი განსხვავებაა, იმაზეა საუბარი, რომ სხვაგან უფრო მეტად შეიძლება დაუფასდეთ, ვიდრე - ჩვენთან. სხვა ქვეყნებიდან მილიონებზეა საუბარი, შემოთავაზება და ჯერ კიდევ მართლა არ ვიცი", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჩემპიონი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მიერ დაპირებულ პრემიას ელოდება, ისევე როგორც სხვა ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
ოლიმპიური ჩემპიონის თქმით, სპორტსმენები ქვეყანაში ყველაზე მეტად ხალხმა დააფასა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















