|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოსაწვევი, ალბათ, გზაშია"- ომარ ნიშნიანიძე ინაუგურაციაზე მიწვეულთა სიაში არ აღმოჩნდა

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს, რამაც მისი განაწყენება გამოიწვია.

"მოსაწვევი, ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული.  არაფერი დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა,  ვინ ადგენს სიას. არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არა მგონია, დაპირისპირება იყოს "ქართულ ოცნებაში", ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არაა, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინები. არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში.  თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლა მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში,  უნდა გავარკვიო, ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა"-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

შეგახსენებთ, ომარ ნიშნიანიძე მეორე ტურის წინასაარჩევნო პროცესებში ძველი გვარდიის სახით ჩაერთო. ის აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში და ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა