|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია პასუხობს

ოპოზიციის ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია პასუხობს. მისი თქმით, ოპოზიციამ დღის წესრიგში ცვლილების შეტანა საკრებულოში დღეს მოითხოვა.

მისთვის ბოიკოტირების მიზეზი გაუგებარია. შენგელიას განცხადებით, ოპოზიციამ არ ისურვა საკითხი  ბიუროზე განეხილათ, რაც მოუთითებს მათ დამოკიდებულებას. 

 "ბიუროზე განხილვას ამჯობინეს დარბაზს გარეთ საუბარი, ეს მოუთითებს მათ დამოკიდებულებას ამომრჩევლების, კანონის და ინსტიტუციების მიმართ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ არ გავურბივათ დებატებს", -განაცხადა ირაკლი შენგელია.

 შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მათ საკრებულოს წერილობით მიმართეს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ, თუმცა საკრებულომ მათი მოთხოვნა არ გაითვალიწინა, რაც მათი მხრიდან საკრებულოს ბოიკოტირების მიზეზი გახდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა