|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დააკავეს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიციამ საკუთარი ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

მან ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა შეუფარდა. მისივე გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში დაელოდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. პარტიის ოფისში მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

გიორგი ვაშაძე მეოთხე პოლიტიკოსია, ვისაც კომისიის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა. ამავე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. განაჩენს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი ელოდება. 

ავტორი: ნიუპრესი