"ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ 2020 წელს ბიძინა ივანიშვილმა ამ მახინჯი სისტემით ვეღარ გაიმარჯვოს"
ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიები საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. ახალი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა თავიანთი მოთხოვნები ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს გააცნეს.
"ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომ მოხდებს საარჩევნო კოდექსში ცვლილება. "ქართული ოცნების" გარდა, ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარული სისტემა არის დრომოჭმული და აუცილებელია ცვლილება. ამიტომ ჩვენს მოთხოვნას ვაცნობთ საზოგადოებას და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ 2020 წელს ბიძინა ივანიშვილმა ვეღარ გაიმარჯვოს ამ მახინჯი სისტემით. ხელმოწერებს გადავუგზავნით პარლამენტს და მოვითხოვთ ცვლილებებს", -განაცხადა "ევროპელი დემოკრატების" წარმომადგენელმა მუხრან კოხრეიძემ.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნისადმი მხარდაჭერა მოვაჭრეების ნაწილმა ხელმოწერით დაადასტურა.
"თანახმა ვართ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და გადავიდეთ პროპორციულზე, რაც დავაფიქსირეთ ხელმოწერით"- განაცხადა გულნაზ ბერაძემ.
"აუცილებელია ცვლილება, რომ მაჟორიტარები არ იყვნენ პარლამენტში, რადგან არაფერს აკეთებენ, ამიტომ ჯობია შეიცვალოს და პროპორციული სისტემით აირჩიონ დეპუტატები", -აღნიშნა ვახტანგ მიქაძემ.
მოვაჭრეების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მაინც თავისას გაიტანს და არაფერი შეიცვლება.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანების განცხადებით, ისინი გეგმავენ კარდაკარ მისვლას და მოსახლეობის ინფორმორებას. მათივე განცხადები, მილიონი ხელმოწერის შეგროვება იგეგმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















