|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოქტომბერში ქუთაისის მერიიდან შვებულებაში 177 თანამშრომელი გავიდა

მერიის თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა სიახლე არაა, გამონაკლისი არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აღმოჩნდა. ქუთაისის მერიის რამდენი თანამშრომელი იყო ჩართული საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, საკითხით "ნიუპრესი" დაინტერესდა.  

ჩვენ მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია,  მიმდინარე წლის ოქტომბერში რამდენმა ადამიანმა ისარგებლა შვებულებით.  

მოწოდებული ინფორმაციით, ამ თვის განმავლობაში ქუთაისის მერმა შვებულება სამჯერ აიღო,  ჯამში, მან 12 საშვებულებო დღით ისარგებლა. ის ამავე დროს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელია და საარჩევნო შეხვედრებს მართავდა.

ორჯერ ისარგებლა შვებულებით ვიცე–მერმა გიორგი იობაშვილმა. შვებულებაში იმყოფებოდნენ მერის თანაშემწე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე. შვებულებაში იმყოფებოდა მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. ჯამში, ერთ თვეში მერიამ სხვადასხვა კატეგორიის 67 თანამშრომლებზე გააფორმა შვებულება.

ჩვენ ინფორმაცია ასევე გამოვითხოვეთ მერიის ააიპებისა და შპს–ებიდან, თუმცა მერიამ გაერთიანებული ინფორმაცია არ მოგვაწოდა და როგორც  გვაცნობეს,  ინფორმაცია გადაეგზავნათ ააპებს და შპს–ებს. მათმა ნაწილმა ინფორმაცისთვის განკუთვნილი 10-დღიანი ვადა დაარღვა.

ამ დროისათვის ინფორმაცია მოგვაწოდა ააიპ „სპეციალურმა სერვისებმა“. მათი ინფორმაციით,  შვებულებში გავიდა 50 თანამშრომელი.

საჯარო ბიბლიოთეკიდან  24 თანაშორმელი გავიდა შვებულებაში. მათი ნაწილის შვებულება სექტემბრის ბოლო რიცხვებშია გაფორმებული და ოქტომბერში გრძელდება.

ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 36 ადამიანი გავიდა შვებულებაში. აქედან ყველაზე ცოტა 4 დღიანი შვებულება გაფორმდა, რვა თანამშრომელმა კი სრულად ერთი თვე გაატარა შვებულებაში.

არსებული მონაცემებით,  შეუძლებელია მტკიცება, მერიიდან და მისი ააიპებიდან ჩართული საარჩევნო პროცესებში, თუმცა  ამ დროისათვის  ჩვენს ხელთ არსებული, დადასტურებული მონაცემებით, მერიისა და მის ააიპებში ოქტომბერში  177-მა თანამშრომელმა ისარგებლა  შვებულებებით.

"ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა