|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოღასკურაზე სამუშაოების დასრულებამდე ორი თვე რჩება [VIDEO]

ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია გრძელდება. ტენდერში (180006916) გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოებისთვის ორი თვე დარჩა. სამუშაოები შპს "კონსტანტამ"  გასული წლის ივლისში დაიწყო. მასზე 582 001 ლარი დაიხარჯება. 

ამ დროისთვის სამუშაოების ნაწილია შესრულებული. კომპანიის დირექტორის კოტე წვერავას თქმით, სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება. 

"ხელშეკრულების მიხედვით, აპრილის ბოლოს უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები, ფსკერის და გვერდები მოწყობა დასრულებულია და თითქმის 15% დაგვრჩა. პრობლემატური მდინარეა და ამინდები გვაფერხებს და თუ ძალიან არ შეგვიშალა ხელი, აპრილის ბოლოს დავასრულებთ. ფსკერის ნაწილი პარლამენტის მიმდებარედ დაბეტონებული იყო და შემდეგ მონაკვეთზე გაგრძელდა. ვთლით, რომ ფსკერის დაბეტონებით პრობლემა შემსუბუქდება და მალე მოხდება წყლის გატარებაც", -განაცხადა კოტე წვერავამ.

სამუშაოები კრიტიკის მიზეზი გასულ წელს გახდა, როდესაც მდინარის ფსკერის ნაწილი დააბეტონეს. საზოგადოების ნაწილის მტკიცებით, დაბეტონება წყალმცენარეების და თევზების მოსპობას გამოიწვევდა.

მერიაში აცხადებდნენ, რომ "მდინარე „ოღასკურას“ კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას. შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა.

 

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობისათვის 582 001 ლარი დაიხარჯება

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების ტენდერი ჩავარდა

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები იწყება

ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი დააბეტონეს [VIDEO]

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა