ოღასკურის კალაპოტის მოწყობის სამუშაოები ნაჩუქარი პროექტით მიმდინარეობს
ოღასკურის კალაპოტის მოწყობის სამუშაოები ნაჩუქარი პროექტით მიმდინარეობს - ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ნატო ქათამაძის ბრიფინგის პასუხად განმარტეს.
"თვითმმართველობა 2016 წელს შედგენილი პროექტით არ მოქმედებს და მერიას ახალი პროექტი აჩუქეს, რის მიხედვითაც ხდება კალაპოტის მოწყობა"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში. მერიაში განმარტეს, რომ ოღასკურის სამუშაოების პროექტი მერიას ინდმეწარმე ვაჟა ოქროპირაშვილმა აჩუქა.
მერიის პასუხს გამოეხმაურა ნატო ქათამაძე და განმარტა, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ნაჩუქარი პროექტით არ კეთდება და უნდა მოხდეს დასაბუთება, როგორ და რომელი სამსახურების რეკომენდაციით და მონაწილეობით შეიქმნა პროექტი.
შეგახსენებთ, საკრებულოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა განმარტა, რომ 2016 წელს მერიის მიერ 30 ათას ლარად შესყიდულ პროექტში ფსკერის მობეტონება არ შედიოდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















