პაატა ნადირაძის მხარდამჭერები "ქართულ ოცნებას" ტოვებენ
ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის მიერ თანამდებობის დატოვებას მისი თანაგუნდელები აპროტესტებენ. ისინი მომხდარს უსამართლობად მიიჩნევენ და პროტესტის ნიშნად "ქართულ ოცნებას" ტოვებენ.
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ინა ასანიძის განმარტებით, დღეს პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას ოფიციალურად გააკეთბენ აკაკი სამხარაძე, დათო სალაძე, ბიჭი წერეთელი, მიშა ლეჟავა, ნოდარ ჩაჩანიძე, კახა გამყრელიძე და თავად ინა ასანიძე.
ინა ასანიძე მერის გადადგომის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან დაპირისპირების მიზეზებზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ასანიძე განმარტავს, რომ 13 ივლისს მომხდარი შემთხვევის გამო, პროცესები არასასიამოვნოდ განვითარდა და მას თანამდებობის დატოვებას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი აიძულებდა.
"სწორედ 2 აგვისტოდან დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. იყო ზეწოლის მომენტიც – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გია დალაქიშვილი უხეშად მაიძულებდა თანამდებობა დამეტოვებინა. ოღონდ ჩემი სამსახურიდან წასვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა მანდატის დატოვებას. ეს პარტიის დიდ სირცხვილად ჩაითვლებოდა, რადგან ის უბნები, რომლის მაჟორიტარიც გავხდი, „ოცნებამ“ ჩემი დახმარებით პირველად მოიგო 6 წლის განმამავლობაში. სწორედ ჩემს დაპირებულ სიტყვასა და სინდისზე მიიღო პარტიამ ამ უბნებში ხმა. დღეს, როდესაც ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს თანამდებობების დატოვება, მეც ვტოვებ პარტიულ მანდატს", -აცხადებს ინა ასანიძე.
შეგახსენებთ ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა.
"ეს იყო პოლიციის პროვოკაცია, ბიჭები ჩვენების მისაცემად ძალით მიიყვანეს"
ჭიათურაში მაღალჩინოსნების დაპირისპირება რესტორანში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება
დაპირისპირება ჭიათურაში - პაატა ნადირაძეს პოლიციის უფროსი პროვოკაციებს უწყობს?
ჭიათურაში ხანგრძლივი საპროტესტო აქცია დაკავებულთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ შეწყდა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















