|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალგაზრდობის პარკის მოსაწყობად დამატებით ნახევარი მილიონი გამოიყო"

ქუთაისში   მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კიდევ ერთი ხეივანი გაიხსნა. დღეს, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ  და პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ   „აკაკის ხეივანი“ გახსნეს.

„პარკში უკვე მეოთხე ხეივანია. აკაკის  ძეგლის დადგმა  თავიდანვე გვქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ. ხეივნების შექმნის მთავარი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდობა უფრო წიგნიერი გახდეს. პარკში ძალიან ხშირად ეწყობა ღია გაკვეთილები.  სამომავლოდ გვინდა გავხსნათ გალაკტიონის ხეივანი. ასევე ორ მაისს გაიხსნება  ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის ხეივანი",-განაცხადა პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ. 

ქალაქის მერის განცხადებით, ახალგაზრდობის პარკის სრულად მოსაწყობად დამატებით ნახევარი მილიონი დაიხარჯება. 

„დღეს აკაკის ხეივანი სიმბოლურად გაიხსნა, რაც ძალიან კარგია.  პარკის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. უამრავი ადამიანი  სტუმრობს პარკს  და ჩვენ  ვალდებულებად ჩავთვალეთ, დაახლოებით ნახევარი მილიონი კიდევ დაგვეხარჯა, რომ მთლიანად მოვაწესრიგოთ პარკი.  ოთხი წლის წინ აქ ძირითადად პირუტყვი ბალახობდა და ახლა ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილია“,- განაცხადა ქალაქის მერმა. 

უახლოეს ხანში მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკს ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება. აღნიშნულ პარკში უკვე არსებობს ქართველი მწერლების: ოტია იოსელიანის და რეზო ჭეიშვილის ხეივნები. ქუთაისის მერიის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა