|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დააჯილდოეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დაჯილდოება გაიმართა. 
საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 მაისს დაიწყო. პირველ (შიდასასკოლო) ტურში ჩაბმული 492 მოსწავლიდან მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა. კონკურსის მეორე ტური 9 ივნისს ერთდროულად გაიმართა გარდაბნის N1 და მარტყოფის N2 საჯარო სკოლებში.
ჟიურიმ 11 ივნისს წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობის - 10 კონკურსანტის ნაცვლად, 26 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოავლინა, რომლებსაც კონკურსისთვის წასაკითხად კვლავ გადაეცათ მოთხრობები.
30 ივნისს გაიმართა ფინალი. საგანმანათლებლო კონკურსის ფინალისტები გახდნენ: I ადგილი, სოფელი თელეთი ქეთი კიკოლაშვილი, II ადგილი, სოფელი თელეთი ნოდარ იაშვილი, III ადგილი, სოფელი თელეთი გიორგი მამულაშვილი, IV ადგილი სოფელი კრწანისი ლიზი გაბაიძე, V ადგილი, სოფელი ახალი სამგორი ანი ბუთურიშვილი.
დაჯილდოების ცერემონიალზე კონკურსის მონაწილეებს, მათ პედაგოგეგბსა და საჯარო სკოლის დირექტორებს პროექტ „დიდგორელის“ სპონსორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ გავაშელიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში გამარჯვებულ ხუთ მონაწილეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპეციალური საჩუქრები გადასცა, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს გარდაბნის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისგან ისტორიულ-, შემეცნებითი ხასიათის წიგნები გადაეცათ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა