"პარლამენტის ნაცვლად დაგვპირდნენ გაზრდილ ეკონომიკას და მხოლოდ 6 მილიონი მივიღეთ"
ქუთაისმა ყველაზე დიდი სტატუსი, საპარლამენტო სტატუსი დაკარგა, ამის ფონზე გვპირდებოდნენ, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზრდებოდა და ჩვენთვის გამოყოფილი თანხები გაცილებით მეტი იქნებოდა, ეს აღმოჩნდა ილუზია - ამგვარად ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყიფილი თანხის რაოდენობას. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ 6 მილიონის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ ქალაქი კვლავ გადათხრილი იქნება.
"ცოტაა ის თანხა, რაც გამოყო რეგიონული განვითარების ფონდმა. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ არჩევნები არაა წელს და არ აინტერესებთ ქუთაისი და ზოგადად, ამდაგვარი დამოკიდებულებით არიან. მეორე, არსებული ბიუჯეტის ფონზე, როდესაც დაახლოებით 2 მილიონი იყო გზების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი, მხოლოდ 6 მილიონის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი კვლავ გადათხრილი იქნება, არ მოწესრიგდება ინფრასტრქტურა. იმედები, რომელსაც მერი ამყარებდა ცენტრალურ ხელისუფლებაზე, არის ილუზია. ესაა კომუნუკაციის პრობლემის შედეგი, თვითმმართველობას არ ქონდა ნება მეტი მოეთხოვა ცენტრალური ხელისუფლებიდან. ქუთაისმა დაკარგა ყველაზე დიდი სტატუსი, საპარლამენტო ქალაქი აღარაა, არადა ვიცით, რას გვპირდებოდნენ. გვპირდებოდნენ გაზრდილ ეკონომიკას და მეტ პროექტებს. რეალურად გამოჩნდა მათი დამოკიდებულება, რომ ქუთაისი არაა მათთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ არაფერი შეიცვლება ამ ქალაქში და გაგრძელდება ადამიანთა გადინება. ყველა დაპირება აღმოჩნდა ტყუილი და თუ 10 მილიონის ფარგლებში ქალაქის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი რჩებოდა, წელს წარმოგვიდგენია, რა იქნება", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ფონდიდან გამოყოფილი თანხა გაიზრდება, მაგრამ ის წინა წლების მაჩვენებლებს ვერ გადაცდება.
"ქუთაისმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან 6 მილიონი ლარი მიიღო"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















