პარლამენტის პლენარული სხდომები 2019 წელსაც ქუთაისში გაიმართება
პარლამენტის სრულად თბილისში გადატანა კვლავ გადაიდო. პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის პარლამენტის შენობა პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის.
„ყველა შემთხვევაში ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ბიუროს წევრებმა საკითხს კენჭი უყარეს და გადაწყდა, რომ სხდომა ქუთაისში გაიმართება.
tv1.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















