"პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების ხარჯებზე აპელირება, არის უზნეობა"
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია თანაქალაქელებს პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის დასაცავად 5 მაისს, 12 საათზე მესხიშვილის თეატრთან შეკრებისაკენ მოუწოდებს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მოსახლეობასთან განხილვა იწყება.
"ხელისუფლების მიერ იმ არგუმენტის მოყვანა, რომ პარლამენტი იმიტომ უნდა გადავიდეს ქუთაისიდან, თურმე ხარჯებია დიდი, არის უზნეობა, რადგან ახლა გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დედამიწას შემოუვლის ხუთჯერ, იმდენ ბენზინს ხარჯავენ პარლამენტარები. იმ პრემიებისა და დანამატების ფონზე, რასაც იღებენ, ხარჯებზე აპელირება, არის დემაგოგია",- აცხადებს გოგი წულაია.
წულაიას განცხადებით, ქუთაისის გადარჩენა მოცემულ რეალობაში არის ქალაქში პარლამენტის სრული დატვირთვით ფუნქციონირება, "დანარჩენი, საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება ეს თუ სხვა რამ, არის ზღაპარი", -აცხადებს წულაია სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















