"პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება"
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება, რაც ერთგვარად დასაქმებას შეუწყობს ხელს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰაბში სხვადასხვა საპოლიციო სისტემა იქნება გაერთიანებული.
"პარლამენტის შენობაში იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, რითიც გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის და ანალოგიური იქნება დასავლეთ საქართველოშიც“,–განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან საპარლამენტო სხდომები ქუთაისში აღარ გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















