|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის სხდომის დაწყება კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება

პარლამენტში 12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. მიზეზი კვორუმოს არარსებობაა.
სესიის დაწყებისათვის დარბაზში მყოფი უმრავლესობის დეპუტატების რაოდენობა საკმარისი არაა. ამ დრომდე რეგისტრაციას არ გადიან დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა, ის რომ ბიუჯეტის განხილვას დეპუტატების უმრავლესობა ესწრებოდეს. მისი თქმით, უმრავლესობა მზად არაა ბიუჯეტის განსახილველად.


ოპოზიციის პოზიციას დარბაზში უკმაყოფილება მოყვა. უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, არსად წერია, რომ რეგისტრაცია მხოლოდ უმრავლესობამ უნდა გაიაროს. მისი თქმით, ეს არის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა.

დღეს პარლამენტში ბიუჯეტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ.

ვიცე-სპიკერმა 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რომ დარბაზში მივიდეს ყველა დეპუტატი, რომელთაც რეგისტრაცია გაირეს და დარბაზი დატოვეს. 

თუმცა შედეგი ვერ ამან გამოიღო და სხდომის დაწყება 16.00 საათისათვის გადაიდო. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა