პარლამენტის წინ მოშიმშილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტის წინ მოშიმშილეთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
"არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრი ვახტანგ სიხარულიძე მეთორმეტე დღეა საქართველოს პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
იმ პროცესის გამო, რასაც თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პარლამენტის შენობის წინ ბოლო საათების განმავლობაში ვითარდება, ასევე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ლიდერის მღვდელ ისაკაძის განცხადების გათვალისწინებით, რომ მათ ეჭვი ეპარებათ მოშიმშილეთა გულწრფელობაში და პროტესტის მონაწილეებს "ასწავლიან, როგორ იშიმშილონ", მივმართავთ ომბუდსმენის აპარატს, რათა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოშიმშილეთა კანონიერი უფლებების დაცვის საგარანტიოდ, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეაგირება იქონიოს დესტრუქციული და ძალადობრივი ქცევით გამორჩეული მარგინალური ჯგუფების მხრიდან გამოხატულ აგრესიაზე", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, დეკანოზმა დავით ისაკაძე დღეს განაცხადა, რომ მეთვალყურეები უნდა მიუჩინოს ანტისაოკუპაციო აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის წინ შიმშილობენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















