|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ქუთაისელი თანამშრომლები უმუშევრები რჩებიან

პარლამენტის დასუფთავების სამსახურის თანაშრომლები ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელმძღვანელობა პარლამენტის გადატანის შემდეგ მათ თბილისში გადაყვანას დაპირდა, თუმცა ბოლოს უარი უთხრეს.

თანაშრომლების ინფორმაციით, სავარუდოდ, პარლამენტი მათთან თანაშრომლობას თებერვლის ბოლოს გაწყვეტს და უმუშევრები დარჩებიან.

"ამხელა შენობას 18 ადამიანი ვალაგებდით, როდესაც თავიდან 60 ვიყავით. ნაწილობრივ რომ გადავიდნენ თბილისში, სხვა თანამშრომლები გადაიყვანეს. ჩვენ ვალაგებდით მხოლოდ და არასოდეს სისუფთავის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. როცა გაჟღერდა ინფორმაცია პარლამენტის გადატანაზე, გვითხრეს, ჩუმად იყავით და თქვენც გადაგიყვანოთო. წავიდნენ და ჩვენ უარი გვითხრეს. არ ვიცით, რა ბედი გველის, გულდაწყვეტილები ვართ, რადგან თბილისელები თუ ჩამოიყვანეს სამუშაოდ ქუთაისში, რატომ არ შეიძლება ქუთაისელებიც წავეყვანეთ სამუშაოდ, რატომ ხდება ასეთი დაყოფა? 18 ადამიანი დავრჩით ასე გაურკვეველ მდგომარეობაში. მათ მარტო 18 ადამიანი კი არა 18 000 ადამიანი გაანაწყენეს, რადგან ჩვენს უკან ოჯახებია. ამბობენ, რომ საპოლიციო ჰაბი გადმოდის და დაგვეხმარებიან იქ რომ დაგვასაქმონ, ესეც სათუა, გადმოვა თუ არა, მაგრამ არ ვიცით, რა ანაზღაურება იქნება. ხომ უნდა გვიღირდეს, ოჯახი ხომ უნდა შევინახოთ? უკვე ნახევარი წასვლაზე ვფიქრობთ და ქალაქში მალე არავინ იქნება", -განაცხადეს თანაშრომლებმა. მათი განმარტებით, დახმარების თხოვნით სხვა დეპუტატებთან ერთად ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მათი თქმით, გაუგებარია, როდესაც ამბობენ,  პარლამენტმა ქუთაისს არაფერი მოუტანაო და მით უფრო, როდესაც ამას ადგილობრივები იმეორებენ.

შეგახსენებთ, ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსებაა დაანონსებული. როდის შეიძენს შენობა ახლა ფუნქციას, უცნობია. ადგილზე რაიმე სამუშაოები არ შეინიშნება, მხოლოდ საპარლამენტო ინვენტარი გააქვთ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა