პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას მიმართა და უთხრა, რომ ხმა ჩაეკმინდა და ჩუმად მჯდარიყო. ამის შემდეგ ინაშვილი მელიას სავარძელთან მივიდა და მას ფურცლები შეაყარა.
"ერთხელ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა", - მიმართა ინაშივლმა მელიას, რის შემდეგაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილიც ჩაერთო.
მანდატურის თანამშრომლებმა ნიკა მელია დარბაზიდან გაიყვანეს, მას ირმა ინაშვილი თან გაჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ცირკის მოწყობაში" ნიკა მელია დაადანაშაულა, მას სარკეში ჩახედვა ურჩია და უთხრა, რომ რაც პარლამენტში მოხდა, მისი ბრალი იყო.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















