|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

 პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.  ოპოზიციის საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც   ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება დღეს დარეგისტრირდა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის შემდეგ დღეს პირველად შევიდა. 

პარლამენტში კიდევ ერთი,  7- წევრიანი ფრაქცია დარეგისტრირდა - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი", რომელშიც ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებელის" სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა