პატრიარქმა ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა
პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი - დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას, მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში. სახლში უკეთესია", - ბრძანა ილია მეორემ.
მისივე თქმით, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება. "ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება, ადამიანი უმუშევარი იყოს. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ", - აღნიშნა პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















