"მზად ვარ ციხეში ვიყო, ვიდრე ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია"
დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. სექტემბერში ჩანიშნული პროცესი გადაიდო. როგორც ბრალდებულები ირწმუნებიან განაჩენის გამოტანა არჩევნების გამო შეჩერდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკოლოზ ნარსიას განცხადებით, მათ თავისუფლებას აღიარების სანაცვლოდ პირდებიან.
„აღიარება ან ციხე! მალე განაჩენს გამოგვიტანენ , როცა მომისაჯეს ლორთქიფანიძემ ; აღიარეთ დანაშაული და შეღავათი გექნებათო , ეხლაც აქტუალური გახდა განაჩენის წინ ეს თემა ან აღიარება ან 80℅ ციხე. ჩემი პასუხი იყო უარი. მზად ვარ ციხეში ვიყო, ვიდრე ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია
საფრთხე რეალურია, მაგრამ ვიტყვი ერთს, ის რაც ვთქვი, როცა მომისაჯე, საქართველო გაიმარჯვებს ! მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს , მე ყველა თქვენთაგანის უკეთესი მომავლისთვის ვიბძვი მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა .. და ზუსტად ვიცი რომ მალ ერთად გავიმარჯვებთ“-აცხადებს ნარსია.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პიჯაკის შემოხევის ბრალდებით, გასულ წელს „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს. კახა გაბუნია, ნიკოლოზ ნარსია და მირიან დეისაძე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდენენ. მათი სასამართლო ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















