"პირველადი შეფასებით, ხეები განზრახ დაზიანებულია"- ქუთაისის მერია
გუგანავს ქუჩაზე ხეების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის მერია სამართალდამცველებს მიმართავს. "ნიუპრესზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და ფაქტი დააფიქსირეს.
მერიის ინფორმაციით, პირველადი შეფასებით ხეები განზრახ დაზიანებულია. საქმის შესასწავლად მერიამ საგამოძიებო უწყებას მიმართა და იმედოვნებენ, რომ მოკვლევა დაიწყება, დაშაულის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოყვება.
შეგახსენებთ, გუგუნავას ქუჩაზე მრავალწლოვანი ხეები დაზიანებულია. დაახლოებით ხუთი ხე მეტალის მავთულებით არის დახვრეტილი და სავარაუდოდ, გახმობის მიზნით, საწვავი აქვს დასხმული.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















