პირველი შენიშვნები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს
ქუთაისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის პირველი პროექტი საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა. დროის სიმცირის გამო დეპუტატებმა ბიუჯეტის დეტალური განხილვა ვერ მოასწრეს, თუმცა პროექტმა პირველი შენიშვნები უკვე დაიმსახურა.
საკრებულოს დეპუტატის რობიზონ წინწკალაძის განცხადებით, მას შენიშვნები შეფასების ნაწილში აქვს, კარგი იქნება თუ ამ კუთხით გამახვილდება ყურადღება. ასევე წინწკალაძემ აღნიშნა, რომ სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებზე მერიას წერილობით მიმართავს.
„შეფასებების ნაწილში მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ მოხდებს ბიუჯეტების კვარტალური შეფასება. ასევე სოციალურ პროგრამებში რამდენიმე პროექტის დაფინასება თუ გაიზრდება, კარგი იქნება, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანების დაფინასება, მათ მეტი ყურადღება ესაჭიროებათ. უნდა გაიზარდოს პირველი კლასის ჟურნალის “განთიადის“ დაფინასება. ჩემს შენიშვნებს გადავუგზავნი მერიას და იმედია, გაითვალისწინებენ“-განაცხადა რობიზონ წინწკალაძემ.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი უჭირს „ნაციონალ" დეპუტატს. ამირან ძოწენიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტს არ გაცნობია, ამიტომ ვერ ისაუბრებს. რაც შეეხება მხარდაჭერას, მისი განცხადებით, დაუჭერს თუ არა მხარს ბიუჯეტს, ეს თავად პროექტზეა დამოკიდებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















