|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ თერჯოლის რაიონში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

პოლიციამ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული გ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი - ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები, რომლებიც გ.გ.-მ ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში დამალა“, – აცხადებენ სამინსიტროში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გ.გ.-მ წარსულში მის მიერ ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა, რა დროსაც სოფელ ჭოგნარში, მოქალაქის სახლიდან 5 000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა