მამუკა ბახტაძეს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონში სახალხო დღესასწაულს ესწრება. მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო. მას დღეს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
პრემიერ-მინისტრი ხონში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროს სოზარ სუბართან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ჩავიდა.
ხონში ქალაქის დღესასწაული “ხონელობა” აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღესვე ოკაცეს ჩანჩქერს გახსნის.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















